shakira

https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/20738433/2_large.pngშაკირა იზაბელ მებარაკ რიპოლი 1977 წლის 2 თებერვალს დაიბადა. არაბულად მისი სახელი „მადლიერებით აღსავსე ქალბატონს”, ინდურად კი „ნათლის ღვთაებას” ნიშანვს. მამა საიუველირო მაღაზიის მფლობელი და მწერალი იყო. გოგონამ 18 თვისამ ანბანი, სამი წლის ასაკში კი წერა-კითხვა ისწავლა. ის ხუთი წლისა სპეციალურ გამოცდაზე გაიყვანეს და მისი გენიალურობა („wunderkind”) ერთხმად აღიარეს. სწავლასთან ერთად არაჩვეულებრივად ხატავდა, წერდა და ცეკვავდა. სკოლაში ხშირად მუცლის ცეკვას ასრულებდა. რვა წლის ასაკში სიმღერა „Tus gafas oscuras” („შენი მუქი სათვალეები”) დაწერა. გოგონა კონკურსების „ატლანტიკის ბავშვები” და „გაუმარჯოთ ბავშვებს!” გამარჯვებული გახდა.იმ პერიოდში ჟურნალისტმა, მონიკა არიასმა, მას „Sony Music ”-ის ერთ–ერთი ხელმძღვანელი – სირო ვარგასომი გააცნო. შაკირამ პირდაპირ სასტუმროს ჰოლში იმღერა. ვარგასომი სიმღერით იმდენად მოიხიბლა, რომ კონტრაქტი იქვე გააფორმა.

ცოტა ხანში, მომღერალმა პირველი ალბომი „Magia” ჩაწერა და 14 წლის ქალაქში ყველაზე ცნობილი მომღერალი გახდა. შაკირამ მონაწილეობა მიიღო ფესტივალში „Viña del Mar”, სადაც კოლუმბიის სახელით გამოვიდა. მის მიერ შესრულებული სიმღერა „Eres” „ვერცხლის თოლიით” დაჯილდოვდა. ფესტივალზე მომღერალმა რიკი მარტინი გაიცნო, რომელიც ჟიურის სტატუსით იმყოფებოდა.15 წლის შაკირა ახალ ალბომზე „Peligro” იწყებს მუშაობას. ალბომიდან პოპულარობა მხოლოდ ერთ სიმღრას ხვდა წილად… მალე მომღერალი ჩემოდანს ალაგებს და დედასთან ერთად კოლუმბიის დედაქალაქში, ბოგატაში, მიმგზავრება. ჩასვლისთანავე მას ინტერვიუ ჩამოართვა ჟუნალმა „TV GUIA”–მ. ცოტა ხანში მომღერალმა სატელევიოზიო არხიდან „CENPRO”, სერიალში „EL OASIS” მთავარ როლზე , მიიღო შემოთავაზება. მოგვიანებით კი კონკურსის „მის კოლუმბიის ტელევიზიის” მონაწილეც გახდა.

მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა… სიმღერა „DÓNDE ESTÁS CORAZÓN?”, რომელიც მან ტაქსით მგზავრობისას დაწერა, ჰიტად იქცა. შაკირამ 1995 წლის 6 ოქტომბერს, ლა კასტილიანას ნაციონალურ თეატრში, მესამე ალბომის „Pies Descalzos” პრეზენტაცია გამართა. ალბომი სხვადასხვა ქვეყნის ჰიტ–პარადებში ლიდერობას არავის უთმობდა. პრეზენტაციას მსოფლიო ტურნე მოჰყვა…

ამ პერიოდში შაკირამ როკ-ჯგუფის „POLIGAMIA” ყოფილი წევრი გუსტავო გორდილიო გაიცნო. გადატვირთული გრაფიკის გამო, რომანტიულმა ურთიერთობამ მხოლოდ ხუთ თვეს გასტანა…მომღერალი სტივენ სპილბერგმა გადასაღებ მოედანზე მიიწვია. მართალია შაკირა სინჯებზე არ მივიდა, მაგრამ თავად ფაქტი უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

1996 წელს მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა ის „წლის ქალბატონად” და „ წლის ადამიანად” დაასახელეს. მომღერალმა ესპანეთი, პორტუგალია, იაპონია და ბრაზილიაც კი დაიპყრო. მის სიმღერებს ყველგან უსმენენ…

1997 წელს ბრაზილიაში, ტურნეს დროს, თან ახლდა ახალგაზრდა მსახიობი ოსვალდო რიოსო. მათ შორის რომანი, ტურნეს დამთავრებამდე, მხოლოდ რვა თვე გაგრძელდა. შაკირამ ოცამდე კონცერტი გამართა და ტურნე ევროპაში გააგრძელა.

1997 წლის 10 ოქტემბერს კი ბოგატაში, დასკვნითი კონცერტი გამართა. იგი უამრავი ჯილდოს მფლობელია: „Eres”, „Billboard”, „Lo Nuestro”, 22 ოქროს და 55 პლატინის დისკი, „ალმასის პრიზმა”…

ფესტივალზე „Viña del Mar” , სიმღერა „Te olvido” ჯო არაიოსთან ერთად შეასრულა, სადაც პრიზით „Congo de oro” დაჯილდოვდა…

მომღერლის ახალი ალბომი „Dónde están los ladrones?”, ახალ პროდიუსერთან, ემილიო ესტეფანთან თანამშრომლობით, ჩაწერა. პრეზენტაციაზე ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან მოიწვიეს. პირველივე დღესვე ალბომის 300 ათასი ასლი გაიყიდა. სიმღერები „Ciega, sordomuda” („ბრმა, ყრუ-მუნჯი”) და „Tú” („შენ”) ლათინო-ამერიკის ჰიტ-პარადებში ერთპიროვნულად ლიდერობდნენ. ალბომი „MTV Unplugged” საკონცერტო ვერსიებით, „გრემით” დაჯილდოვდა.

2001 წლის 13 ოქტომბერს ახალი ალბომი „Laundry service” გამოვიდა. ცამეტი სიმღერიდან, ცხრა ინგლუსურ ენაზეა, ოთხი – ესპანურად. კიდევ ერთი ახალი ალბომის „Laundry service”, რვა მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

2002 წლის ნოემბერში, მომღერალმა მსოფლიო მაშტაბის ტურნე „Tour de la mangosta” დაიწყო. შაკირამ ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს , შემდეგი ალბომი ესპანურენოვანი იყოს.    ფოტოები:https://i0.wp.com/data.whicdn.com/images/20721403/tumblr_lxfmibECd81ql0eazo1_500_large.pnghttps://i2.wp.com/data.whicdn.com/images/20593243/tumblr_lxa4xhRWCL1qlx25zo1_400_large.jpghttps://i0.wp.com/data.whicdn.com/images/19576366/tumblr+10_large.jpghttps://i0.wp.com/data.whicdn.com/images/15983800/shakira-oxford-university-02_large.jpghttps://i1.wp.com/data.whicdn.com/images/20991775/379055_357965554229753_122513894441588_1441687_308195667_n_large.jpghttps://i0.wp.com/data.whicdn.com/images/20884336/tumblr_lxl3n5jyaU1r306x8o1_1280_large.jpg

Posted on January 15, 2012, in Music and tagged . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: