შოკოლადი

 

This slideshow requires JavaScript.


არსებობს გერმიელი გამოსავალი! შოკოლადი არა მხოლოდ ჯანმრთელი და სასარგებლო სასუსნავია, წონის პრობლემისგან თავის დაღწევაშიც დაგეხმარებათ.

მწარე შოკოლადი შეიცავს კოფეინს და აქვეითებს მადას. აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და წვავს ცხიმებს, ასე რომ, შეგიძლიათ თამამად მოიმარაგოთ თქვენი საყვარელი ტკბილეულის ფილები და ზედმეტ კალორიებს “გემრიელად” შეუტიოთ.

კაკაოს მარცვლები ანტიოქსიდანტების უფრო დიდი რაოდენობას შეიცავს ვიდრე მწვანე ჩაი ან წითელი ღვინო.

გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ შოკოლადს სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს:

• ეფექტური სტიმულატორია – ნახშირწყლები, რომელსაც თითქმის ყველა სახის ტკბილეული დიდი რაოდენობით შეიცავს. ეს ნივთიერება გონებრივი სამუშაოსგან გადაღლილს, მეხსიერების გაუმჯობესებასა და ენერგიის მოკრებაში გეხმარებათ.. მნიშვნელოვანია კოფეინთან ერთად, შოკოლადის შემცველობაში შემავალი მაგნიუმიც – ის აუმჯობესებს მეხსიერებას, ებრძვის დეპრესიას და იმუნიტეტზეც დადებითად მოქმედებს.

• დღეში 30-40 გრამი შოკოლადის მიღება სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. მასში შემავალი ფლავონოიდები ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას და წნევის დაქვეითებას განაპირობებს. პროციანიდები კი ათეროსკლეროზის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

• გემრიელი დესერტი შეიძლება საუკეთესო ანტიდეპრესანტიც იყოს. მეცნიერებმა შოკოლადში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც ტვინის იმავე ნაწილს ააქტიურებს, რომელსაც ნარკოტიკი. ასე რომ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული ტკბილეული ორგანიზმზე კოკაინის მსგავსად მოქმედებს და არ გაგიკვირდეთ თუ გუნება-განწყობილებასაც საგრძნობლად აგიმაღლებთ.

• მწარე შოკოლადი კარიესისგან დაგიცავთ. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უშლის პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას. ამასთან, კაკაო კბილებს თხელ დამცავ ფენად ედება და ქვების წარმოქმნას აფერხებს.

• და ბოლოს, შავი შოკოლადი უფრო მდიდარია ვიტამინებით, ფოსფორით, რკინით და კალიუმით, ვიდრე ვაშლი, წიწიბურა ან რძის პროდუქტი. შესაბამისად, შოკოლადი დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, ძვლოვანი ქსოვილების განახლებასა და სისხლწარმოქმნის პროცესზეც.
თუ ამ გემრიელობისგან თავის შეკავება ალერგიის გამო გიწევთ, გაცნობებთ, რომ მწარე შოკოლადი მხოლოდ აძლიერებს საკვების ალერგიულ რეაქციებს, თავად კი მას იშვიათად იწვევს.

საოცარია, რომ შოკოლადის ამ თვისებებზე ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იცოდნენ. მაიას ტომები მას წყალთან, ცხარე წიწაკასთან და კაკაოს მარცვლებთან ერთად, სასმელის სახით ენერგიის მოსაკრებად, ნაწლავური ინფექციების, გაციების, ხველის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.
ასე რომ, მიეცით თავს ჯანმრთელობის “გემრიელი” შენარჩუნების უფლება

Posted on January 25, 2012, in შოკომანის ნუგბარი and tagged . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: